ქართულმა კონტრაქტორმა კომპანიებმა ჯანდაცვის სისტემისთვის სამედიცინო აღჭურვილობა შეიძინეს
2 მაისი 2020
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტებზე მომუშავე ქართულმა კონტრაქტორმა კომპანიებმა ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს მხარდასაჭერად სამედიცინო აღჭურვილობა შეიძინეს.
კომპანიებმა საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის გადასაცემად, შეიძინეს პირბადეები, ნატრილის ხელთათმანები, ქირურგიული და სამედიცინო ხალათები, სადეზინფექციო ხსნარი, სახის დამცავი ფარები და სათვალეები, სამედიცინო ქუდები და სხვა აღჭურვილობა. კომპანიებმა „ენ-სი-სი“ და შპს "კომფორტმშენი XXI" განახორციელეს შენატანი StopCov ფონდში, რომელიც ასევე მოხმარდება პანდემიასთან ბრძოლას.
სამედიცინო აღჭურვილობა დაეხმარება პანდემიასთან ბრძოლაში წინა ხაზზე მყოფ სამედიცინო პერსონალსა და საჯარო მოხელეებს საკუთარი პროფესიული საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელებაში.